Wednesday, April 4, 2012

კინო




 რა არის კინო ???


ამაზე ამომწურავი პასუხი ალბათ არ არსებობს ,თუმცა კინო ერთგვარი ფსიქოლოგიური გამოცანაა, ყურების დროს ჩვენ ვცდილობთ მის ამოცნობას. ყველანაირ კინოს ადამიანი ღებულობს თავისებურად,  ესმის და გამოაქვს დასკვნები.ამავდროულად კინო ყველაზე კარგი საშუალებაა გახდე სხვა პიროვნება ,იცხოვრო სხვა ცხოვრებით სხვა გარემოში, აიხდინო ოცნებები,აღმოჩნდე იქ სადაც არასდროს ყოფილხარ, გაიაზრო და გაიზიარო რეჟისორისა თუ მსახიობების ემოციები,განცდები და ფიქრები.
    კინო, ეს არის ხელოვნება რომელიც ყველასთვის მისაწვდომია, თითოეულ ადამიანს ეძლევა საშუალება უყუროს ან თავადვე გახდეს მონაწილე დიდი შედევრებისა.
    ჩემთვის კინო იმაზე მეტია ვიდრე ხელვნების დარგი,კინო არის ის რაც ხშირად მიქმნის ამაღლებულ განწყობას , მაშორებს რეალობას და მიმრავალფეროვნებს ცხოვრებისეულ  თვალსაწიერს :)))


No comments:

Post a Comment