მსოფლიო კინოს ისტორია რამდენიმე ეტაპად იყოფა, მისი პირველი მონაკვეთი მოიცასვს უხმო პერიოდს, რომელიც სათავეს იღებს XiX საუკუნის მიწურულიდან და მთვრდება XX საუკუნის 20-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა კინემატოგრაფი გახმოვანდა.ეს ხანა დახუნძლულია უნიკალური მოვლენებით, როცა მენიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა საშულება მისცა გამომგონებლებს გაეკეთებინათ ე.წ “მოძრავი ფოტოგრაფები” , ჯერ მხოლოდ რეალური ცხოვრების დოკუმენტური დაფიქსირებისათვის, შემდეგ კი მასში თავგადასავლების გადმოსაცემად. სადებიუიტო კინონამუშევრებს აუდიტოირიის გულწრფელი აღტაცება მოჰყავა.თანდათანობით წარმოიქმა კინოჟანრები. თუკი საწყის პერიოდში გადაღებები წარმოებდა ან ჩანაფიქრის ანწინასწარი მოხაზული სასცენარო გეგმის მიხედვით, მერე გამოჩნდა საგანგებოდ დაწერილი კინოსცენარები.მალე კინო პროფესიონალ ხელოვანთა ასპარეზად გადაიქცა.
კინო წარმოადგენს ბევრი ფოტოსურათის სწრაფი პროექციის შედეგად მიღებულ მოძრაობის ილუზიას. კინოს სხვანაირად კინემატოგრაფს უწოდებენ,ძმები ლუმიერების აპარატის “სინემატოგრაფის” სახელწოდების გავლენით. ტერმინი “კინემატოგრაფი” შედგება ორი ბერძნული სიტყვისაგან : “კინემა” ,რაც მოძრაობას ნიშნავს და “გრაფოს”, ანუ წერა.
კინო არის მოძრაბის ჩაწერა, ანუ მოძრაობის ფირზე აღბეჭდვა.მოძრაობის ჩაწერის ერთ-ერთი პირველი ცდა აღმოჩენილია ესპანეთში, ალტამირას გამოქვაბულში,სადაც იპოვეს პირველყოფილი ადამინების ნახატები კედელზე.
ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე ძველ ჩინურ ლიტერატურაში აღწერილია ის ძირითადი ოპტიკური პრინციპები, რაც საფუძვლად დაედო კინოს.ჩიენლი ფილოსოფოსი მო ტი ჩევსნ წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში აკვირდებოდა ჭუჭრუტანიდან გამომავალ ამოტრიალებულ გამოსახულებას, მის მიერ დატოვებულ კვალს და ამის შესახებ ჩანახატიც კი გაუკეთებია.
მომდევნო ეპოქებში ჭუჭრუტანიდან გამოსული ამობრუნებული გამოსახულების ტექნიკა გამოიყენებოდა სხვადასხვა მეცნიერის მიერ რაიმე სიბრტყეზე მზის სხივის ანარეკლის შესასწავლად. ამან წარმოშვა ე.წ “კამერა ობსკურას” (ანუ “ბნელი ოთახის” )ეფექტი.
“კამერა ობსკურას” ერთ-ერთი პირველი აღწერა და ჩანახატები კაცობრიობას დაუტოვა ლეონარდო დი სერ პიერო და ვინჩიმ. 1470 წელს იგი ერთ ხელნაწერში წერდა, რომ თუ მზით განათებულ რომელიმე პეიზაჯის მოპირდაპირე მხარეს დავაყენბთ დახურულ ნაგებობას და მას დავუტოვებთ ჭუჭრუტანას ამ უკანასკნელით მზით განათებული ყველა საგანი აირეკლება ნაგებობის საწინააღმდეგო კედელზე ოღონდ ამობრუნებული.
1645 წელს სასულიერო პირმა, იეზუიტმა ბერმა ათანასეიუს კირსერმა რომში შექმნა ახალი ხელსაწყო,რომელიც ირეკლავდა მზის სხივს სარკიდან და ეკრანზე აჩვენებდა ლინზაზე დახატულ სურათს, მოგვინაებით ამას ეწოდა “ლატერნა მაგიკა” (“ჯადოსნური ფარანი” ).
XIX საუკუნეს “გამოგონებების ასწლეულს “ უწოდებენ. გარკვეული ტექნიკური ცოდნის დაგროვების შემდეგ ადამინის გონმა შექმანა ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინსტრუმენტები,ეს პერიოდიც დახუნძლულია ისეთი გამოგონებებით, რომ;ებიც უშუალო კავშირშია კინემატოგრაფთან.ასეთი გახლავთ, მაგალითად: ბრიტანელი მეცნიერი და მწერალი დეივიდ ბრიუსტერი,რომელაც 1816 წელს დაამზადა “კალეიდოსკოპი”(“ლამაზი ფორმის საყურებელი”).1826 წელს ნიეასმა “კამერა ობსკურის” საშუალებით პირველი ფოტოგრაფიული სურათი გადაიღო და “ჰელიოგრაფი”(მზის ჩანახატი”) უწოდა.
60-იან წლებში ამერიკელი კერმან სელერსი იგონებს “კინემატოსკოპს”,იტალიელი კარლო პონტი კი “მეგალეტოსკოპს” და ამ სიაში კიდევ მრავალი გამომგონებელია, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
1894 წელს ფრანგმა მათემატიკოსმა ჟიულ ანტუან რიშარმა გაკეთა ქრონოფოტოგრაფიული სტერეოკამერა “ვერასკოპი”.ამავე წელს ანშიუტენმა განავითარა “ელექტრო ტაჩისკოპი” , რომელიც დიდ ეკრანზე აჩვენებდა გამოსახულებებს.
მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნის მიწურულისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მოძრაობის ილუზიის გადასაღებად, შეიქმანა და დაიხვეწა არაერთი სხვადასხვა ფორმის აპარატი. ტრადიციული “კამერა ობსკურები” და “ლატერნა მაგიკები” ისევა არსებობდა და გამოიყენებოდა დიდი წარმატებით.
აღსანიშნავია ისიც რომ,პირველ ფილმს მხოლოდ ერთი წერტილიდან იღებდნენ,ამიტომ გადაღებული მასალა უფრო თეატრს გავდა,ვიდრე კინოს.მხოლოდ 1903 წელს გადაღებულ ფილმში "ძარცვა მატარებელში"გამოიყენეს პარალელური მონტაჟის ტექნიკა.1915 წელს დევიდ გრიფითმა პირველმა დანერგა კომბინირებული გადაღება,ანუ ართი სცენის სხვადასხვა ხედით დაგაღება.1912 წელს გადაიღეს პირველი მხატვრული ფილმი,რომელიც არა წუთები,არამედ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.XX ს. დასაწყისში კინს მსოფლიო ცენტრი გახდა ჰოლივუდი,კალიფორნიაში,აშშ–ს დასავლეთ სანაპიროზე.აქაური თბილი კლიმათი ხელს უწყობდა მინიმალური თანხებით გადაეღებულიყო ფილმები.
30 წლის განმავლობაში კინო მუნჯი იყო.ფილმს ახლდა რამდენიმე განმარტებითი ტიტრი,ხოლო ჩვენების დროს ,მაყურებელს რომ არ მოეწყინა,კინოთეატრებში კიანისტი უკრავდა ჯაზურ ვარიაციებს.მუნჯ ფილმში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჩებოდა მსახიობის მიმიკას,პროფესიონალიზმს.
1927 წელს გადაიღეს პირველი ხმოვანი ფილმი "ჯაზის მომღერალი".მსახიობები რომლებიც მიჩვეულები იყვნენ ემოციების გამოხატვასმიმიკით,ვეღარ ახერხებდნენ ხმისთვის მიეცატ გადამწყვეტი დატვირთვა.ამის გამო ბევრმა მსახიობმა დაანება თავი კარიერას.
XXI საუკუნის დასაწყისში გაჩნდა ციფრული კინემატოგრაფი ანუ ციფრული ვიდეო.კინოფირმა ფუნქცია დაკარგა.კინოპროექტორი შეცვალა ციფრულმა პროექტორმა ან ლაზელურმა ჩამწერმა,რომლითაც მზადდება მაღალხარისხოვანი ფილმი.ციფრული ტექნოლოგიის წყალობით თანამედროვე კინოში აქტიურად გამოიყენება ვიდეოგრაფიკა და სპეცეფექტები.
ძალიან საინტერესოა ეს თემა ჩემთვის და მადლობა რომ მაძლევ იმის საშუალება გავეცნო კიდევ უფრო ღრმად.......
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeletekinoistoriastan es arafer shuashia, exla rasac davwer, ubralod shens shesavalze mindoda komentaris gaketeba zogadad kinoze rom giweria... tu ra aris kino, amaze dzalian bevri shegvizlia visaubrot, radgan agqma da fantaziis shasazlebloba yvelastvis subieqturia, amitom gansxvavebulia misi ganmartebebic...erti kia, alan badius frazas movishvelieb, "kino aris warmosaxviti mogzauroba da sxvisi fiqri"... albat amaze yvela vtanxmdebit.... saintereso gverdia... warmatebebii))))
Deletedidi madlobaa <3
Delete