ევროპული კინო

ევროპული კინო ბევრი რამით განსხვავდება ჰოლივუდის კინოინდუსტრიისგან.ფრანგული და იტალიური კინო განსაკუთრებული თვითმყოპადობით გამოირჩევა.
იტალიურ კინემატოგრაფიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნეორეალიზმი განვითარდა.ეს ფილმები კარგად ასახავს ომისშემდგომი იტალიის ცხოვრებას.ღარიბთა ყოველდღიური ცხოვრების ჩვენება ხშირად არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით ხდებოდა .ნეორეალიზმის კლასიკოსები იყვნენ რეჟისორები:მიქელანჯელო ანტონიონი,ლუკინო ვისკონტი, ვიტორიო დე სია.ნეორეალიზმის საუკეთესო ნიმუშია რობერტო როსელინის "რომი ღია ქალაქია"(1945).ნეორეალიზმიდან განვითარდა უდიდესი იტალიელი კინორეჟისორის –ფედერიკო ფელინის შემოქმედება.
 XX საუკუნის 50–იან წლებში ფრანგულ კინოში წარმოიშვა ახალი მიმდინარეობა "ახალი ტალღა"(ჟან–ლუკ გოდარი,ფრანსუა ტრიუფო,კლოდ შაბროლი).ისინი დაუპირისპირდნენ ამერიკულ გასართობ ფილმებს და საფუძველი დაუდეს სოციალრ და ფსიქოლოგიურ კინოს."ახალი ტალღის" მოღვაწეობით ფრანგულმა კინემატოგრაფმა პრეტენზია გამოთქვა მსოფლიო კინოს ლიდერობაზე.მისი გავლენით ჩამოყალიბდა კინოსკოლები ბრაზილიაში,იაპონიაში,ჩეხოსლოვაკიაში.შემდგომში ფრანგულ კინოში განვითარდა კომედიის ჟანრი(ლუი დე ფიუნესი,ბურვილი,ჟერარ დეპარდიე,პიერ რშარი...),სოციალური და სათავგადასავლო კინო(ჟან გაბენი,ჟან მარე, ალენ დელონი, ჟან–პოლ ბელმონდო...).
უდიდესი შვედი კინერეჟისორი იყო ინგმარ ბერგმანი.მან შემოიტანა კინოში ფილოსოფიური და რელიგიური თემები,ადამიანის ყოფიერების საკითხი...ეს მიმართულება გააგრძელეს და განავითარეს:აკირა კუროსავამ(იაპონია),ანჯეი ვაიდამ(პოლონეთი),იშტვან საბომ(უნგრეთი),პედრო ალმადოვარმა(ესპანეთი),ემირ კუსტურიცამ(იუგოსლავია) და სხვებმა ..

No comments:

Post a Comment