ლედი მზის სათვალეებით…

"თუ ოდესმე ჩემი ბიოგრაფიის დაწერა მომიხდა, ასე დავიწყებ:დავიბადე ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 1929 წლის 4 მაისს… ექვსი კვირის შემდეგ კი გარდავიცვალე.."(ოდრი ჰეპბერნი)
“მსოფლიო დარწმუნებული იყო, რომ იგი, მართლაც, მეფის ასულია, რომელიც ერთი ღამით სასახლიდან გაიპარა. . .  წარმოუდგენელია, რომ ასეთი არაამქვეყნიური სილამაზისა და სიწმინდის გოგონა სადმე ჩვეულებრივ ქალაქში ცხოვრობდეს და ჩეულებრივი ყოფით იყოს დაკავებული.”–ამბობდა ერთ–ერთი ფილმის რეჟისორი.
ოდრი ჰეპბერნის დედა ნიდერლანდელი ბარონესა ელა ვან ჰიმსტრა გახლდათ, მამა კი–ინგლისელი ბანკირი ჯონ ჰეპბერნ–რასტონი.. ოდრი თვენახევრის იყო, როცა ხველების მწვავე შეტევისგან გალურჯდა და სუნთქვა შეწყვიტა, ექიმებმა ოდრის სიცოცხლე ძლივს გადაარჩინეს. სწორედ ამას გულისხმობდა ოდრი გარდაცვალებაზე რომ საუბრობდა…
1940წლის ზაფხულის ცხელი დღე იდგა,  ოდრი ქალქ ანჰერმში ისვენებდა, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა: პატარა ოდრი დაპყრობილ ქვეყანაში იზრდებოდა, შიმშილობდა (რადგან საჭმელი არ ჰქონდა) ხშირად ავად ხდებოდა, და გარეთ გასვლას ვერც კი ბედავდა. დედა ოდრის სახელსაც კი უცვლიდა, და ედას ეძახდა, რადგან სახელი ოდრი ინგლისური წარმომავლობის არის, ხოლო ინგლისელებს გერმანელი ჯარისკაცები არ წყალობდნენ.
ოდრი, ანუ ედა, ბავშვობიდან ულამაზესი იყო:გამხდარი, წელში გამოყვანილი, ლამაზი ნაქვთებით, მაღალი, მუდამ მოწესრიგებული. მსახიობს ოდითგანვე იზიდავდა ცეკვა, მაგრამ, ვაი, რომ ომმს ცეკვა არ უყვარს.
მალე ოდრიმ ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა. ერთ–ერთი ჯარისკაცი, რომელზეც ოდრი, (მაშინ ედა) ზრუნავდა იყო ინგლისელი რეჟისორი. ოცი წლის შემდეგ სწორედ მან გადაიღო ოდრი პირველ ფილმშ “დაიცადე დაბნელებამდე”. 


მალე ოდრი სამშობლოში (ნიდერლანდებში) დაბრუნდა.
1951 წელს ოდრი ფილმ “მონტე–კარლოს” გადაღების დროს რიგირთ მოცეკვავედ აიყვანეს, მაგრამ რეჟისორმა უყურადღებოდ არ დატოვა ოდრის ნიჭი, სილამაზე და ჰაეროვნება, ამიტომ  ერთ–ერთ მთავარ როლზე დაამტკიცა.
ოდრი ნელ–ნელა პოპულარობას იძენდა. მუშაობდა თავდაუზოგავად, მაგრამ ვერ ივიწყებდა წარსულს. ამას თან ერთვოდა პირადული ცხოვრებას:ოდრისთვის მამა ყოველთცვის მნიშვნელოვანი იყო.. მაგრამ მსახიობის მამა ლონდონში ცხოვრობდა, ოდრი კი ნიდერლანდებში.. მათ შორის კი მსოფლიო ომი მძვინვარებდა. დიდი მონატრება კი ოდრის განწყობაზე ცუდად მოქმედებდა. ოდრიმ მამის ნახვა მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოახერხა.
ოდრი გამოირჩეოდა თავშეკავებულობით და თავმდაბლობით. მისი ჩაცმის სტილიც ნაზი, და სადა იყო.ოდრი რეტრო სტილის ფუძემდებლადაც აღიარეს. მისთვის არასდროს უთქვამთ, რომ მერლინ მონროზე ან ბრიჟიტ ბარდოზე სექსუალური  იყო, მაგრამ მის ტალანტსა და სათნო პიროვნებაში არავის ეპარებოდა ეჭვი.
ოდრის პირადი ცხოვრება არც ისე ცნობილი იყო ფართო საზოგადოებისთვის, და ჟურნალისტებისთვის. ოდრის პირველი ქორწინებაუილიამ ჰოლდერთან კრახით დასრულდა. ოდრი აღნიშნავდა “ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო, რომელიც როგორც წესი დიდხანს არ გრძელდება.”
ოდრი სულ უფრო და უფრო სწრაფად მიიწევდა მწვერვალისკენ. მისი პარტნიორები სხვადასხვა ფილმებში, არასდროს რჩებოდნენ გულგრილები.. მაგრამ ოდრი ყოველთვის თავშეკავებული იყო, და რამდენიმე სუყვარულიც კი გაუშვა ხელიდან. 50–ანების დასაწყისში ოდრი დაინიშნა ჯეიმზ ჰანსონზე. როცა ქორწილის დღე დადგა, ოდრიმ თეთრი კაბა გაიხადა და გაჭირვებულ წყვილს აჩუქა. ჯეიმზს კი უთხრა, ჩემნაირი დღის რეჟიმის მქონე ადამიანებს ოჯახები მალე ენგრევათო… სწორედ ამას მიიჩნევდა ოდრი წარმატებული ქალის ცხოვრების ნაკლად.
ოდრიმ ამის შემდეგ კიდევ იქორწინა, თანაც ორჯერ. ქედან პირველ ქორწინებაში ოდრი უბედურად გრძნობდა თავს, ქმრის გაუთავებელი საყვარლები, კინოს ჩამოცილება.. მაგრამ შვილი, სახელად შონი მას ყველაფერს ავიწყებდა. ქორწინება ასევე კრახით დასრულდა.  ლეგენდარული ქალის ცხოვრებაში დეპრესიულმა ხანამ დაისადგურა.. გამოჩნდა ფსიქოლოგი, რომელმაც ოდრი მოაჯადოვა. ამ ქორწინებიდან, კი ოდრის ლუკა შეეძინა. ოჯახი ისევ დაინგრა.
ოდრი 1993 წლის 20 იანვარს გარაიცვალა, მან მხოლოდ გარდაცვალების წინ, სათნო ხმით თქვა “მე მიყვარხარ რობერტ”, ცრემლი წაასკდა, და თვალები სამუდამოდ დახუჭა. ცნობილია, რომ ოდრის რობერტი დიდი ხნის წინ შეუყვარდა, უბრალოდ ვერ აცნობიერებდა ამას, და რობერტის სიყვარულის მიუხედავად 3–ჯერ გათხოვდა (4-ჯერაც, რადგან ერთხელ მხოლოდ დანიშვნამდე მივიდა საქმე)
გარდაცვალების შემდეგ ოდრი ზოგისთვის განუმეორებელ ქალად დარჩა, ზოგისთვის სასურველად, ზოგისთვის კი უბრალოდ ადამიანად, რომელმაც მთელი ცხოვრება სათნოდ და კეთილად იცხოვრა.
ნებისმიერი ქალი, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც, ოდრი ჰეპბერნთან  მსგავსებაზე ოცნებობს. თავის დროზე მსახიობს ამაზეც ჰქონდა პასუხი:
ნებისმიერს შეუძლია ოდრი ჰეპბერნის შესახედაობა ჰქონდეს: თუ თმას მოკლედ შეიჭრის, მზის დიდ სათვალეს გაიკეთებს, და შავ, პატარა კაბას ჩაიცვამს…
ფაქტები და გამონათქვამები
როდესაც ბერდები აღმოაჩენ რომ შენ გაქვს ორი ხელი, ერთი იმისთვის რომ შენს თავს
დაეხმარო, მეორე კი იმისთვის, რომ სხვებს დაეხმარო.
ლამაზი თვალებისთვის ეძებეთ კარგი სხვაში; ლამაზი ტუჩებისთვის ილაპარაკეთ მხოლოდ სიკეთე;
წონასწორობისთვის კი იარეთ იმის ცოდნით, რომ თვენ არასოდეს ხართ მარტო.
ქალბატონი დიდისათვალით, შლიაპით, გრძელი ხელთათმანებითა და პატარ
ა კაბით–სიტყვები, რომლებიც ყველაზე მეტად უხდება ოდრის პიროვნებას.
შამპანურის მიმართ იმდენად ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა, რომ “ჩემი მშვენიერი ლედის” წარმატების შემდეგ, მას დედასთან ერთად სიხარული ჭიქა ლუდით აღუნიშნავს.
სახელი “ოდრი” თავისი წარმოშობით ნიშნავს “კეთილშობილს”, “სამეფოს”.
ლეგენდარული ლედი, ოდრი მუდამ ემახსოვრება საზოგადოებას, როგორც ადამიანი, და არა როგორც მსახიობი ბევრი როლით.–ეს თვისთ ოდრის ერთ–ერთი უკანასკნელი თხოვნა იყო.

No comments:

Post a Comment