პირველი კინოჩვეება რუსეთში 1896 წლის 4 მაისს,სანკტ-პეტერბურგში -”აკვარიუმის ბაღში” მოეწყო,სადაც წარმოდგენილი იყო “სინემატოგრაფიის” პროგრამა, ერთ-ერთისპექტაკლის მეორე და მესამე აქტებს შორის. მცირე ხნის შემდეგ იგი წაიღეს მოსკოვშიც და რუსეთის სხვა ქალაქებშიც.
რუსული ელიტა თავიდან ცივად შეხვდა კინოს,მას უხეშ გასართობად და ღირებულებების არმქონე,უშინაარსო ატრაქციონად თვლიდა.თუმცა 1896 წელს რუსმა მსახიობმა, ვლადიმირ საშინ-ფიოდორმა შეიძინა კინოკამერა და დაიწყო ფრაგმენტების გადაღება თავისსავე კოლეგების სექტაკლებისა და ცხოვრებისა,შემდეგ მათ მაყურებლებს აჩვენებდა.მან ასევე გადაიღო ლუმიერების ფილმის “გაწუწული მრწყველის” პაროდია, სადაც მთავარი როლი თავად ითამაშა და ზედმეტ სახელად “ჩვენი მოსკოველი ლუმიერიც” დაერქვა.
ამის შემდეგ კი იწყება საბჭოთა იმპერიის ბატონობიუს ხანა.ვლადიმერ ლენინმა და მისმა თნამოძმეებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს კინოს,როგორც მასების განათლებისა და საკუთარი ძალაუფლების პროპაგანდის საუკეთესო საშუალებას.1918 მოსკოვის ფილეალმა მოახდინა რამდენიმე კერძო კინოსაწარმოს ნაციონალიზაცია, ანუ სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადატანა, პეტროგრადში 64 კინოტეატრი და ორი კინოფაბრიკა. მალე ეს ორგანიზაციები კინოკიმიტეტებად გადაკეთდნენ და დაევალათ აგიტარულ-პროპაგანდული ფილმების (“აგიტკები”) გადაღება. პირველი ასეთი ფილმი იყო “გამკვრივება” (1918) , ამას მოჰყვა “აჯანყება” (1918).
“აგიტკების” უმრავლესობა გახლდათ მოკლემეტრაჟიანი კინოსურათი, სადაც ჭარბობდა ქრონიკალურ-დოკუმენტური ნაწარმოებები.
საბოლოო ჯამში საბჭოთა კინო ოფიციალური იდეოლოგისს გამტარებელი გახლდათ.ამან დიდად განაპირობა მისი სპეციფიკური ეროვული კულტურის ფორმირება, ფილმების მარალი რენტაბელობა და მხატვრული გამომსახველობის დონე.20-იანი წლების საბჭოთა კინემატოგრაფმა მიაღწია ეკონომიკური ეფექტურობასაც.
No comments:
Post a Comment