თუ რა არის ჰოლივუდი ეს დღეს ყველამ იცის.ჰოლივუდი კოლოსალური კინოქარხანაა, სადაც მსოფლიო ფილმების უმრავლესობას იღებენ. ეს არის ადგილი, სადაც უდიდესი მსახიობები დავარსკვლავები ცხოვრობენ.
ჰოლივუდის ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო. პირველი ესპანელი დამპყრობლები სწორედ ამ ადგილებში გამოჩნდნენ, ადგილებში სადაც ძირძველი ამერიკელები ცხოვრობდნენ. მალე ადგილობრივი ინდიელები ხვა ტერიტორიებზე გადაასახლეს, იქაურობა კი ესპანეთის მთავრობის საკუთრება გახდა.
1870-იანებში რომ გეკითხათ, რა არის ჰოლივუდი, ანუ ის ტერიტორია სადაც ახლა ჰოლივუდია, გიპასუხებდნენ, რომ ეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის განკუთვნილი ადგილია. მართლაც, აქ მოჰყავდათ მარცვლეული, ხელოვნურად გამოჰყავდათ სხვადასხვა მცენარეები,იღებდნენ მდიდარ მოსავალს - ხორბლით დაწყებული ბანანით დამთავრებულს. ამასთან, დიდი ხნის განმავლობაში, ჰოლივუდი ორ რანჩოდ იყო დაყოფილი და ისინი მხოლოდ 1886 წელს გააერთიანეს. რანჩოს მეპატრონის მეუღლემ კი ერთხელ, გადაწყვიტა ამ მეურნეობისათვის სახელი შეერჩია და რატომღაც ”ჰოლივუდზე” შეჩერდა. ცოტა ხანში რანჩოში ქუჩები და მაღაზიები გაჩნდა, მრავალი წლის შემდეგ კი ისინი ულამაზეს ბულვარებად და მთავარ ქუჩებად გადაიქცა..
ჰოლივუდის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას იმ ხანგრძლივ პროცესს აწყდება ადამიანი, რომელიც თან სდევდა ამ უნიკალური ადგილის დაარსებას.სოფლის მეურნეობა, რაც თავდაპირველად წარმოადგენდა ტერიტორიას,სახელად ”ჰოლივუდი”, დიდ დასახლებად გარდაიქმნა. აქ მალე სკოლები,ეკლესიები, ბიბლიოთეკები ააშენეს და თანდათანობით პრესტიჟულ საცხოვრებელ ადგილად გადააქციეს. ახლა უკვე კითხვაზე, რა არისჰოლივუდი? ასე პასუხობდნენ - ეს დიდი და აყვავების გზაზე მყოფი დასახლებული პუნქტია.
ჰოლივუდი თავდაპირველად, ცალკე ავტონომიასავით არსებობდა, თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდა, სასმელი წყლის უქონლობამამ, იგი ლოს-ანჯელესის ანექსიის ქვეშ მოაქცია.
ჰოლივუდი კინემატოგრაფიას 1911 წელს დაუკავშირდა. მაშინ, ერთ-ერთ ძველ ტავერნაში პირველი ჰოლივუდური ფილმი გადაიღეს. და მაინც, ალბათ გიჩნდებათ კითხვა - რა იყო ჰოლივუდი ისეთი, რომ სწორედ იქ და არა სხვაგან გაჩნდა სურვილი კინოსურათების გადაღების?! საქმე ისაა, რომ ჰოლივუდში მრავლად იყო ისეთი მშვენიერი ადგილები, რომლებიც ფილმისგადაღების პროცესში ხელოვნური დეკორაციების აგებას აღარსაჭიროებდნენ, შესაფერისი იყო ასევე კლიმატი და საერთოდ მთლიანიგარემო. ამიტომ გახდა ჰოლივუდი ”ფილმების ქარხანა” და სწორედ ამიტომ მიიზიდა მან უამრავი რეჟისორი თუ მსახიობი. ბანკები, რესტორნები,კლუბები, სხვადასხვა ორგანიზაციები - ყოველივე ამან კინო ინდუსტრიის განვითარებას ხელი შეუწყო. ძალიან მალე თითქმის ყველა ქუჩასა და სახლის ფასადს სულ ახლებური იერი შესძინეს და დეკორატიული ელემენტების გამოყენებით ჰოლივუდი პატარა სამოთხეს დაამგვანეს.ყველა ჰოლივუდზე ალაპარაკდა.
ნებისმიერი ადამიანის ოცნება გახდათუნდაც სულ ცოტა ხნით მოხვედრილიყო მის ქუჩებში და რომელიმეფილმის, თუნდაც მასობრივი სცენების მონაწილე ყოფილიყო. ფილმში გადაღებასთან ერთად ბევრი ვარსკვლავობაზეც ოცნებობდა.
No comments:
Post a Comment