სინემატოგრაფი (cinématographe) — კამერა, რომელიც მოიცავს კინოპროექტორსა და გადამღებ მოწყობილობას. გამოიგონეს 1890-იან წლებში.
გამომგონებლის ვინაობა საკამათოა. ერთი ვერსიით მოწყობილობა პირველად გამოიგონა და დააპატენტა როგორც "Cinématographe Léon Bouly" ფრანგმა გამომგონებელმა ლეონ ბულიმ 1892 წლის 12 თებერვალს. ბულიმ უსახსრობის გამო პირველ წელს პატენტის რენტა ვერ გადაიხადა და ლიცენზია მისგან ძმებმა ლუმიერებმა შეისყიდეს.
1880 წელს ფრანგმა ფოტოგრაფმა კლოდ ანტუან ლუმიერმა ერთ გაზეთში წაიკითხა ინფორმაცია, რომ ბელგიელმა ქიმიკოსმა შარლ ემანუელ ვან მონჰოვენმა გამოიგონა ახალი მშრალი ფოტოფირფიტები და ტავად გადაწყვიტა ეწარმოებინა ასეთივე პროდუქცია საკუტარ სტუდიაში, მაგრამ ამაოდ. ანტუანმა დახმარება თავის შვილს-ლუის სთხოვა.ლუიმ გააუმჯობესა მონჰოვენის გამოგონება, რითც ლუმიერებმა სახელი გაითქვეს და მამამ ლიონის ერთ-ერთ გარეუბანში , მონპლეეზისში გახსნა ფაბრიკა, სადაც აწარმოებდა უფრო მგრძნობიარე ფოტოფირფიტებს, როგორც კი ანტუანმა ფული დააგროვა დაიწყო ფლანგვა და გართობა, გაკოტრების პირას მყოფმა ფირმა შვილებს, ლუი ჟან (1864-1948) და ოგიუსტა ლუი მარი ნიკოლას (1862-1954) გადააბარა.
1895 წელს ლუიმ გადაიღო პირველი პატარა ფილმი “მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან “, რაცვ ერთგვარი რეკლამაც კი იყო თვიანთი საწარმოსი. შემდეგ ის და მისი ძმა იღებდნენ ასეთივე სახის კინოებს საკუთარი ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, რასაც “ცხოვრების სურათებს “ უწოდებდნენ.ეს არ იყო არანაირი კინემატოგრაფიული აზროვნების შედეგი, არამედ მხოლოდ ცალკეული კადრების დაფიქსირებას ემსახურებოდა.მალე დაიწყეს მათ მიერვე გადაღებული პატარა ფილმების ფართო საზოგადოებისთვის ჩვეება.
ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც ანტუან ლუმიერმა გადაწყვიტა “სინემატოგრაფიით” ,ანუ მათ მიერვე შექმნილი კამერით გაეკვირვებინა პარიზის საზოგადოება, დაიქირავა “გრან კაფეს” დარბაზი და შეუდგა კინოსეანსების მზადებას.სეანსის ბილეთი ერთი ფრანკი ღირდა,სრული პროგრამა 10 ფილმისგან შედგებოდა, ესენი იყო:
1.”მუშების გამოსვლა ლიმიერების ფაბრიკიდან” (46წმ)
2.”მოჯირითენი” (46წმ)
3.”თევზაობა,ოქროს თევზის დასაჭერად” (42წმ)
4.”ლიონში ფოტოგრაფთა კონგრესის მონაწილეთა გადმოსხდომა” (48წმ)
5.”მჭედლობა” (49წმ)
6.”გაწუწული მრწყველი” (49წმ)
7.”ბავშვის საუზმე” (41წმ)
8.”საბანში გახვევა” (41წმ)
9.”კორდილიერების მოედანი ლიონში” (44წმ)
10.”ზღვაში ბანაობა” (38წმ)
ამ ჩვენებბემა ხალხში უდიდესი აღტაცება გამოიწვია.ლუმიერების თავდაპირველი ფილმები,რომელსაც პრომიო “ანტიკურ ილუზიას”უწოდებდა, ხოლო ლუბლიე “ცხოვრების სცენებს” , ყოველდღიურ ყოფას ასახავდა.მესგიში ამბობდა ,რომ ძმებმა ზუსტად გადმოსცეს და სწორი მანერით აჩვენეს ცხოვრების დინამიზმი. ლუმიერებმა შემქმნეს თავისი დროისათვის ყველაზე წარმატებული კინოაპარატი,რომელსაც ხმაურიანი რეკლამაც გაუკეთეს და რომლის გამოჩენასაც არნახული აჟიოტჟი მოჰყვა.მათი წარმომადგენლები ხუთივე კონტინენტზე ჩაიტანეს და დაინეტერსებულ აუდიტორიას აჩვენეს “სინემატოგრაფის” პროდუქცია,რომელაც ვერავინ კონკურენციას ვერ უწევდა.მართალია ლუმიერებს პირველი კომერციული კინოსეანსი არ მოუწყვით,რასაც მკვლევართა ნაწილი მათ მიაწერს,თუმცა “გრან კაფესში” ჩატარებული პირველი კინოჩვენების თარიღი, 1895 წლის 28 დეკემბერი პირობითად აღიარებულია კინემატოგრაფიის დაბადების დღედ.
No comments:
Post a Comment